|
2023-08-19 10:58:47, 1299 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და შსს-ს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი", განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი" აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ - "თბილისის აეროპორტის" უფლებამოსილმა მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე (არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზღვრის გადამკვეთი მგზავრი სხეულში ან სხეულზე – მალავდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს) ბრაზილიის მოქალაქის მიმართ (ა.მ.) ინდივიდუალური გასაუბრების, ასევე კუთვნილი ხელბარგის, ფიზიკური და სხეულის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული, 1 კილოგრამი და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)