|
2023-08-18 14:45:16, 1343 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი სააკაშვილზე - ხელისუფლებას არავითარი გამართლება არ აქვს, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა
არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას. ლექსმანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს. "კატეგორიულად ვეთანხმები ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ანა ფოტიგას. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა",- წერს ლექსმანი. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აგვისტოს ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც "დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმაც დაადასტურა".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)