|
2023-08-15 09:54:13, 1154 ნახვა
სამართალი
იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და კახეთში 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (გეზრულა და ჩხირაულა) და კახეთში, ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ასევე, კუთვნილ მიწის ნაკვეთში ჰქონდათ მოწყობილი. "ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიფლისა და წაბლის სახეობის 21 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)