23:47 - 25 Jul, 2026
|
2023-08-14 21:12:33, 1085 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი ღარიბაშვილზე - კორუმპირებული! ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერ-მინისტრს უფლებას, რომ თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ღარიბაშვილი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს სამაგალითო ლიდერს და ბრძენ ადამიანს უწოდებს. კინზინგერი სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ღარიბაშვილს კორუმპირებულს უწოდებს. "ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერ-მინისტრს უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? კორუმპირებული", - წერს კინზინგერი. ცნობისთვის, 11 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)