|
2023-08-14 14:40:18, 668 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული კი არავინ არის
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ადგილზე რამდენიმე დღის დაგვიანებით, უპასუხა, რომ ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი და ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული არავინ არის. „ვახტანგ გომელაურს რაც შეეხება, ის არის წარმატებული მინისტრი და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოჯახური ტრაგედიისგან, პრობლემებისგან, სირთულეებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყოველივე კარგი. მათ შორის, ვახტანგ გომელაურს და მის ოჯახს მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო“, - განაცხადა თბილისის მერმა. დედაქალაქის მერმა შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბებზე, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამინდისა და ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებით ყველაფერი გაკეთდა. „გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, მიზანმიმართული სპეკულაციები ხდება. იცით, რამხელა უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს, რაჭის რეგიონს, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შეიძლება უხერხული იყოს ჩემგან ამაზე საუბარი, თუმცა, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, შეუძლია, ნახოს ღამის ხედვის სისტემა, თუ როგორ მუშაობს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამინდი. ღამის ხედვის სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ დრონებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ. ვერტმფრენები შესყიდულია და 2024 წლიდან უკვე დაიწყება მათი შემოყვანა. შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ტრაგედიის ის მასშტაბები, თუ რაზეა საუბარი, რა უბედურება მოხდა და სტიქიამ რა მასა და ღვარცოფი ჩამოიტანა. ვერტმფრენებმა სტიქიის ადგილზე, გასაკეთებელი გააკეთეს - 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს. დღეს უკვე სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია მძიმე ტექნიკა და ყველა გადაადგილება, თუნდაც მძიმე ტექნიკის, მაშველების თანდასწრებით მიმდინარეობს. ხდება შესაბამისი არეალების მოხაზვა და განსაზღვრა, სად რა ფორმით იმუშაონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)