23:48 - 25 Jul, 2026
|
2023-08-14 12:46:44, 902 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერი - ოპოზიციის გადაყენებული 100-ჯერ მაინც ვარ
ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. როგორც გომელაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. „ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება. მე, დაახლოებით, 9 წელია, რაც თანამდებობაზე ვარ. ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი...“,- თქვა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)