|
2023-08-13 20:19:09, 1154 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა რომ დაჯდე და უცებ გავარდე
ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით სამ საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა რომ დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება - ამის შესახებ შს მინისტრი და ვახტანგ გომელაური მედიასთან კომენტარში აცხადებს. მინისტრის თქმით, 3 აგვისტოს პილოტებს ხელი ცუდმა ამინდმა შეუშალა: "ამინდი იყო ძალიან ცუდი თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, 70 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ გარისკოს პილოტებმაც, არ არის დაშვებული" განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)