|
2023-08-10 15:40:17, 1294 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე - ეს არის პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა
ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ სადეპუტატო შეკითხვით ან ინტერპელაციის წესით ისარგებლონ. "ეს არის მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა ამ საგამოძიებო კომისიებით. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა თუ თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვან და მოისმინონ პასუხები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდლობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას",- განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)