|
2023-08-10 12:56:36, 1277 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი დავით ისაკაძე - შოვი ორგიების გამო ღმერთმა დასაჯა
დეკანოზი დავით ისაკაძე რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა. როგორც დეკანოზმა ქადაგებისას განაცხადა, ღმერთმა შოვი ფესტივალის გამო დასაჯა. "ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა მომხდარა შოვში 1 წლის წინ. იქ ე.წ. მთის ფესტივალი ჩატარდა. გარდა იმისა, რომ იქ მუსიკა იქნებოდა, სხვა რამ ჩვენთვის ცნობილი არ იყო. სატანური, ელექტრონული მუსიკის გარდა, 3 დღის განმავლობაში იქ იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, იქაური მოსახლეობისგან ვიცი. ამ ყველაფერს ისინი ამბობენ... შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს - და აი, რისხვაც. პირდაპირ, თითი ღმრთისა არის აქ. იქაურობა პირდაპირ დაისაჯა იმ დიდი განსაცდელით, რაც ჩვენ გვეწვია... ჭირისუფლები კითხულობენ, რომ აი, რატომ ეს ბავშვი? ეს რატომ მოხდაო? ჩვენ ვიცით, რომ მონათლული ბავშვი და თან ასეთი განსაცდელიდან გასული, ცათა სასუფეველს უეჭველად დაიმკვიდრებს. მაგრამ, ტკივილი ხომ არის? მშობელმა ეს ბავშვი ხომ დაკარგა? იმ მშობელმა, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო იმ ორგიის, იმ საშინელი, ღვთის გმობის გამართვას, რაც იქ ხდებოდა... უფალმა დაგვანახა, რომ მარტო ის კი არ დაისჯება, ვინც ცოდვას სჩადის, არამედ ისიც, ვინც ამას ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს. თუნდაც იმით, რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს",- განაცხადა დეკანოზმა, დავით ისაკაძემ. ცნობისთვის, მამა დავით ისაკაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. დეკანოზ დავით ისაკაძის სახელს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ასოცირებულ სხვა საერო და სასულიერო პირებთან ერთად, მრავალი ორგანიზებული დანაშაული უკავშირდება. მათ შორისაა 2008 წელს, ერეკლეს ქუჩაზე, ჰელოუინის დღესასწაულზე შეკრებილი ახალგაზრდების დარბევა, 2010 წელს ილიას უნივერსიტეტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დარბევა, ტელეკომპანია კავასიაში შეჭრა (რის შემდეგაც ის კათოლიკოს-პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა), დავით ისაკაძე ასევე მონაწილეობდა, 2013, 2017, 2019, 2020, 2022, 2023 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეების დარბევაში.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)