|
2023-08-09 17:05:32, 990 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - თვალსაჩინო იყო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კობახიძის, მდინარაძის, გომელაურის ყალბი ციტატები - მიზანი მტრული განწყობის გამოწვევა იყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა "ცხრა ყალბ ნარატივზე", რომელიც მისი თქმით, სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვრცელდებოდა. როგორც მან აღნიშნა, "უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს" არ გამოეხმაურებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც "სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ". "განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო. აღსანიშნავია, რომ არც ერთს ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ ფაქტების შემოწმების პროექტები იქნება ეს „ფექტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება , მას შემდეგ მხოლოდ , მათ საკუთარ ვებ-გვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)