|
2023-08-09 14:57:16, 915 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედია და არასამთავრობო
სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ამ დღეებში ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან, ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების" ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია. „ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა. ჩვენ, ფაქტობრივად, გავხდით მცირე მოდელირების მოწმე, თუ რა სახის საინფორმაციო შეტევები შეიძლება განხორციელდეს ქართულ საზოგადოებაზე კრიზისული სიტუაციების დროს. ამ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია. საგანგებო შტაბს, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში, სტიქიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, უწევდა რესურსების ხარჯვა ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, სპეციფიკური იყო ის გარემოებაც, რომ დეზინფორმაციის მხილებისას, მალევე მოჰყვებოდა სხვადასხვა ჯგუფების მიერ მხილების ავტორებზე თავდასხმა, მათი გაჩუმების მიზნით; პარალელურად კი გრძელდებოდა უკვე მხილებული დეზინფორმაციის ჯიუტად გამეორება და გავრცელება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)