|
2023-08-09 12:40:05, 1041 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსზე - უსამართლო გადაწყვეტილება და ლიდერის დაჩაგვრა ევროპას არ ეკადრება
უსამართლო გადაწყვეტილება და ლიდერის დაჩაგვრა ევროპას არ ეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ევროპას "მხოლოდ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება ეკადრება". "ჩვენ შარშან ივნისშიც, ობიექტური პარამეტრებითა და კრიტერიუმებით რომლითაც უნდა ფასდებოდეს და მიიღებოდეს გადაწყვეტილება, შარშან ივნისშიც საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შარშან ივნისშიც იქნა სხვანაირი გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას გარდა ობიექტური გაზომვადი მხარისა, აქვს ასევე სუბიექტური პოლიტიკური ნაწილი, რომელიც სწორედ გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება მიიღება 27 ქვეყნის მიერ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამის განჭვრეტა არის რთული, თუ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ განწყობებზე, სამწუხაროდ, არიან, რა თქმა უნდა, სკეპტიკოსებიც, რომლებიც განსაკუთრებით ვხედავთ ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მათ კავშირებს და აქედან გამომდინარე ვნახეთ ჩვენ დეზინფორმაციული ტალღებიც, მათ შორის სხვადასხვა მხრიდან, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის სხვადასხვა ასპექტებს. ამიტომ, ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ ყველა გადააბიჯებს თავის პარტიულ კავშირებს თუ ა.შ. ვგულისხმობ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მიიღებენ ობიექტურს გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკადრება ევროპას და ევროპას ეკადრება მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა იყოს ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილება. უსამართლო გადაწყვეტილება და ლიდერის დაჩაგვრა ევროპას არ ეკადრება",- თქვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)