|
2023-08-08 14:15:22, 701 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე შოვზე - 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა
დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო იქ, იგივე უნდა გაკეთებულიყო რაც გაკეთდა, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, თეორიული რისკების გამოსარიცხად, ეს იყო ის, რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, რამე სიცოცხლის ნიშან-წყალი დაეფიქსირებინა და დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პროფესიონალებმა გადაწყვიტეს, რომ მოცემულ ვითარებაში სითბური დრონები და ცოცხალი ძალა უნდა გამოეყენებინათ, ისინი მოქმედებდნენ მსოფლიოში აპრობირებული "გაიდლაინებით" და ყველაფერს აკეთებდნენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. "როდესაც ვსაუბრობთ ვერტმფრენებზე, დახმარებაზე, დამატებით რომ ყოფილიყო ვერტმფრენი, ნებისმიერი აღჭურვილობით - იქ იყო სხვა მოცემულობა, რა მოცემულობის გადაზღვევა უნდა მომხდარიყო სხვა ტექნიკური საშუალებით, რაც მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში შემოწმება ხდებოდა სითბური დრონებით, მთელი ღამის განმავლობაში განაპირა ადგილებზე, სადაც თეორიული შანსი იყო რაღაცის, იყო ცოცხალი ძალა. სიცოცხლეს რისკავდნენ მაშველები, ფიცრებს ადებდნენ ერთმანეთს და იმით გადადიოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თეორიული შანსიც კი გამოერიცხათ ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა რომ შესაძლებელი ყოფილიყო და გადაერჩინათ სითბური დრონებით, და თქვენ მაინცდამაინც, "აწვებით" ვერტმფრენებს, რომლებიც ვერ მუშაობდნენ. არსებული [ვერტმფრენი] ვერ მუშაობდა და დამატებით ვისაც არ უნდა გაეწია დახმარება, ვერ იმუშავებდა. ეს იყო პროფესიონალების მიერ ასე გადაწყვეტილი და ბუნებრივია, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ შემთხვევაში არ ერევა, ემორჩილება იმ პერსონალს, რომელმაც იცის ეს საქმე. თქვენ და მე არ უნდა დაგვემორჩილონ ამ დროს. ამბობდნენ, რაც არ უნდა ხედვის კამერები იყოს, ახლა უმდა ვამუშაოთ ცოცხალი ძალა და სითბური დრონები. ასე ხდება მთელ მსოფლიოში, ასე ხდება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ეს არის ე.წ. გაიდლაინები, რომლითაც მუშაობენ. თქვენ ეს იცით და ყველა თეორიული რისკის გადაზღვევის მიუხედავად, მაინც ლაპარაკობთ ვერტმფრენებზე, რაც ცალსახად თავის თავში სპეკულაციას და ტყუილს შეიცავს",- უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)