|
2023-08-08 10:19:33, 732 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. „15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს შვილებს ბევრი უნდა ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, გავაერთიანოთ ქვეყანა და მჯერა, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მერის მოადგილეებმა ირაკლი ბენდელიანმა, ანდრია ბასილაიამ და კახა გულედანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)