|
2023-08-07 18:23:43, 801 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს და დავინახოთ სად არის ჩვენი საერთო საფრთხე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე მივიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ ქვეყანას დამოუკიდებლობა სურს, ამისთვის ბრძოლაში ერთიანობა მნიშვნელოვანია. "ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც ჩვენი ერთიანობა სჭირდება. ასევე, განრისხებული ბუნება გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში იწერება, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი საქართველოსთვის და ქართველებისთვის მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც ადამიანები იბრძოდნენ, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა და თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს. დავინახოთ სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)