|
2023-08-07 16:12:28, 815 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - ბოლოს, საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებენ, ექნებათ მომავალი, რომელსაც იმსახურებენ
15 წლის წინ პუტინმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და მას შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. ამის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასე დაიწყო რუსეთმა მომავლის დაკარგვა იმპერიული წარსულის ომებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კობილიუსმა განაცხადა. მისივე თქმით, "საქართველო და უკრაინა საბოლოოდ გაიმარჯვებენ და ექნებათ ის მომავალი, რომელსაც იმსახურებენ, ხოლო იმპერიული წარსულის რუსეთი დამარცხდება". "15 წლის წინ პუტინმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და მას შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. ამის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასე დაიწყო რუსეთმა მომავლის დაკარგვა იმპერიული წარსულის ომებში. ქართველები და უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას მათი მომავლისთვის, რომ გახდნენ ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი. ბოლოს, საქართველო და უკრაინაც გაიმარჯვებენ და ექნებათ ის მომავალი, რომელსაც იმსახურებენ. იმპერიული წარსულის რუსეთი - წააგებს. ეს საჭიროა ევროპის კონტინენტზე მდგრადი მშვიდობისთვის", - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)