18:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 19:24:04, 1063 ნახვა

საზოგადოება
საბერძნეთის საელჩო - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიას საქართველოში საბერძნეთის საელჩო ეხმაურება.

საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში, სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან რჩება. ჩვენი იმედები, სურვილები და გამხნევება თან ახლავს სამაშველო ჯგუფებს დაუღალავი ძალისხმევის პროცესში",- ნათქვამია საბერძნეთის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათისთვის ჩამოწვა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მესამე დღეა, სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. შოვში ამ დრომდე ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics