18:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 17:44:52, 872 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებულია ეკიპაჟები, რომლებიც ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას, მათ ადგილზე უწევენ

სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე,  გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა პროცესი, იქნება ეს აცრები თუ სამედიცინო მომსახურება, ადგილზე, უწყვეტად მიმდინარეობს.

ონში და სტიქიის ეპიცენტრთან, სამედიცინო ეკიპაჟები და ექიმები, სამძებრო - სამაშველო სამუშაოების დაწყებისთანავე არიან მობილიზებულები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics