19:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 17:40:44, 600 ნახვა

საზოგადოება
ყიფშიძის N2-4-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე კეთილმოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-4-ში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, რეკრეაციული სივრცე 3 500 კვ.მ ფართობზე განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე  გაეცნენ.

"პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და სარწყავი სისტემები.

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სივრცეში განახლდა სპორტული მოედანი და მოეწყო ფიტნეს ზონა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდა ძაღლების სასეირნო სივრცე, დაირგო ხე-მცენარეები და დაიგო ბალახი.

რეკრეაციული სივრცისა და სპორტული მოედნის პროექტის ღირებულება 510 000 ლარს შეადგენს.

საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად, ადგილზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics