|
2023-08-04 02:31:44, 625 ნახვა
საზოგადოება
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ დაკარგული 50 ადამიანიდან 6 მათგანთან კომუნიკაცია შედგა - ისინი მაშველებთან ერთად იმყოფებიან
შოვში, მეწყერის შედეგად დაკარგული 50 ადამიანიდან, რომლებთანაც კონტაქტი ვერ მყარდებოდა და მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, 6 მათგანთან კომუნიკაცია დამყარდა. ამის შესახებ მედიასთან რამდენიმე წუთის წინ ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული 6 ადამიანი ცოცხალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ისინი მამისონის მიმდებარედ, მაშველებთან ერთად იმყოფებიან და სტიქიის ზონიდან შესაძლებლობისთანავე გამოიყვანენ. მაშველები ამ 6 მოქალაქესთან ერთად მათ უსაფრთხო ადგილზე გამოყვანამდე დარჩებიან. "არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით. დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ ექვსი ადამიანი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზე არიან და უსაფრთხოდ არიან. ბუნებრივია, ეს პროცესი გრძელდება. მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში, როგორც უკვე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილი ადამიანების მხარდასაჭერად, ასევე იმ არეალში შესაძლებლობის ფარგლებში საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად," – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. აქტიური სამაშველო სამუშაოები დილის ექვსი საათიდან ისევ განახლდება, რისთვისაც დამატებით 2 ვერტმფრენი გამოიყოფა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად დაზარალდა ინფრასტრუქტურა, რომელიც სტიქიის ზონაში საგზაო კომუნიკაციით შესვლას ზღუდავს. "2 ხიდია წაღებული და რამდენიმე კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელიც დაფარულია მეწყრით. ტექნიკა დაუყოვნებლივ იქნა მობილიზაცებული და დაიწყო შესაბამისი სამუშაოები. ამასთან, დაემატება ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმცლელბი, დამტვირთველები. დილიდან ეს ტექნიკაც ჩაერთვება სამუშაოებში. ხვალიდან დაიწყება დროებითი გადასასვლელი ხიდების მონტაჟი, იმისათვის რომ საგზაო კომუნიკაციების აღდგენის თვალსაზრისით შეფერხება არ იყოს. ეს რამდენიმე დღიანი პროცესი იქნება. თუმცა , სამუშაოები და ტექნიკის გადასვლა მეორე მხარეს დილიდან დაიწყება,"- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)