03:30 - 26 Jul, 2026
|
2023-08-03 09:51:43, 1698 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს ე.წ. სასაზღვრო ზონაში დროებით ეკონომიკური საქმიანობის უფლება მიეცათ
ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უფლება აქვთ, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე, ე.წ. საზღვართან გარკვეული სახის ეკონომიკური აქტივობები აწარმოონ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მცხოვრებლებს ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის ე.წ. სასაზღვრო ზონაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენისა და "შესაბამისი ნებართვის" გარეშე ტრანსპორტირების უფლება ეძლევათ. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განმარტებით, "სასაზღვრო ზონაში" შესასვლელად საჭიროა, რომ რუსეთის ФСБ-ს ე.წ. სასაზღვრო სამსახურის უახლოეს სამმართველოში პირის იდენტიფიცირება და ეკონომიკური აქტივობის დრო, ადგილი და სახე დაზუსტდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)