|
2023-08-02 13:11:58, 953 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს
კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ხელმძღვანელი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარიას განცხადებით, ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. "კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს",- წერს გახარია. შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსავლასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაციაა. კობახიძემ პარალელი კოსოვოსთან გაავლო და თქვა: "სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არაა სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს, იმას იმეორებენ".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)