03:29 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 18:42:26, 1148 ნახვა

პოლიტიკა
სახდეპი - აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას ეხმაურება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანს ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად", - განაცხადა მილერმა. 

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ რუსულ-აფხაზური შეთანხმების "რატიფიცირება" მოახდინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics