|
2023-08-01 14:32:27, 1023 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი - საინტერესოა, სააკაშვილის მყვირალები ბათუმში თავისი დემონსტრაციით რის მიღწევას ცდილობდნენ
საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ სააკაშვილის მყვირალები თავისი დემონსტრაციით ბათუმში ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი ბათუმში გამართულ აქციას, სადაც მოქალაქეები საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. როგორც კარასინმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რუსეთს საქართველოსთან მშვიდი და პროგნოზირებადი ურთიერთობის განვითარება სურს. "საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ სააკაშვილის მყვირალები თავისი დემონსტრაციით ბათუმში ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენივე ლაინერით ჩავიდნენ? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები. პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც...", - წერს კარასინი Telegram-ზე. შეგახსენებთ, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. საკრუიზო ლაინერის შესვლის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტთან აქცია დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. ASTORIA GRANDE-მ ბათუმის პორტი გუშინვე პროტესტის ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)