|
2023-07-31 19:04:15, 925 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - როცა ყველა ცდილობს, ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კრამონი აღნიშნავს, მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის. "მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის. რუსების დახმარება სანქციებისგან გვერდის ავლაში, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი ევროპისკენ სწორ მიმართულებას გავს", - წერს ვიოლა ფონ კრამონი. ცნობისთვის, ჩინეთში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ, ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)