|
2023-07-28 17:39:08, 1005 ნახვა
საზოგადოება
28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება
„იცოდე C ჰეპატიტი არ იცდის - მივაღწიოთ სამიზნეს“- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მოწვეულ სტუმრებს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები,არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე B ჰეპატიტის ელიმინაციის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „აღინიშნა, რომ საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი. რვა წლის თავზე ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. ქვეყანაში 2015 წლიდან დაწყებულ პროგრამაში 83 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო,განკურნების მაჩვენებელი 99%-ია. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი, პაციენტთა ორგანიზაციის წევრები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)