|
2023-07-28 16:48:08, 1014 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი საკრუიზო ლაინერზე - რა გინდათ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?
რა გინდათ, ანუ რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს სოჭიდან ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას. ქადაგიშვილის თქმით, საზოგადოების მიერ ყველაფრის მიმართ საბოტაჟის გამოცხადება ესკალაციას იწვევს. "რა გინდათ, ანუ რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს და თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე, რომელიმე თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს უნდა საბოტაჟი და ობსტრუქცია გამოვუცხადოთ?! როცა მიზანმიმართულად გვექნება მცდელობა, რომ ვიღაცაზე მივიტანოთ, ასე ვთქვათ, გარკვეული ის, და მერე იმისგან მივიღოთ უკან პასუხი, ეს იწვევს ესკალაციას, მეტი არაფერი",- განაცხადა ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)