|
2023-07-28 14:00:23, 1018 ნახვა
პოლიტიკა
TI - საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. TI-ის ცნობით, 1 700-მდე კომპანიიდან 82% საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. მათივე ინფორმაციით, კომპანიების 4.9% დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს; 4.4% განათლების, ხელოვნებისა და გართობის სფეროში საქმიანობს; 3.3% ვაჭრობასა და წარმოების, ხოლო 5.3% სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენელია. შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)