|
2023-07-28 12:40:15, 1023 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - რუსი, რომელიც ამბობს, რომ სსრკ არ დანგრეულა და ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს, გარკვეული მიზნისკენ მიდიან
რუსი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ სსრკ არ დანგრეულა და ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს, გარკვეული მიზნისკენ მიდიან,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციას. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს ყველაფერი პროვოკაციულია". "ჩემთვის, ის რუსი მოქალაქე, რომელიც რაღაც განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის საბჭოთა კავშირი არსებობს, რუსი იქნება თუ ნებისამიერი სხვა ეროვნების ადამიანი, ის ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, მე ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდის შეგნებით თუ შეუგნებლად. პროვოკაციულია ეს ყველაფერი",- აცხადებს ვოლსკი. ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)