06:07 - 26 Jul, 2026
|
2023-07-26 17:49:55, 1995 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სოხუმის აეროპორტის შესახებ რუსულ-აფხაზური შეთანხმების „რატიფიცირება“ მოახდინა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ რუსულ-აფხაზური შეთანხმების "რატიფიცირება" მოახდინეს. აღნიშნულ ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტს, რომელიც ე.წ. პარლამენტში ე.წ. პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა წარადგინა, მხარი 30-მა "დეპუტატმა" დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. როგორც Apsnypress-ი წერს, "დოკუმენტი არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)