|
2023-07-26 14:20:50, 1002 ნახვა
პოლიტიკა
ფრიდი - ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო - მთავრობამ იცის, რა არის პრობლემა EU-ს გზაზე
ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან დსთ-ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად,- ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ფრიდის თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადებები, რომ ევროპა მოლდოვას მეტი გაგებით ეკიდება, არადამაჯერებელია. "მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველანაირი უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. არასდროს მითქვამს, რომ საქართველო უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. მე მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს - რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. საქართველო კი ისე გამოიყურება, თითქოს ამის საპირისპიროს აკეთებს და რუსეთთან კავშირებს ზრდის. ამას მოლდოვა ნამდვილად არ აკეთებს... საქმე ისაა, რომ მე არ მესმის, რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს დიდი ხნის მეგობრებისგან. ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან დსთ-ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად. იმისთვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ავტორიტარული დღის წესრიგი და მიემხრონ მოსკოვს უმთავრეს სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე... საქართველოს მთავრობის ახსნა არ გამოდგება. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მისი პრობლემა ევროკავშირის გზაზე. ეს მისი საკუთარი მოქმედებებია. დიახ, მოლდოვას გეოგრაფიაც უწყობს ხელს უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს. მაგრამ საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს არჩევანი, სივრცე მანევრირებისთვის და ის შედარებით ცუდ არჩევანს აკეთებს. ვიმედოვნებ, უკეთეს არჩევანს გააკეთებენ",- განაცხადა ფრიდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)