|
2023-07-25 14:31:10, 784 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კობახიძეს, ივანიშვილსა და პუტინისტებს პოლიტიკური სილა არ ასცდებათ
ირაკლი კობახიძის კონკრეტული ღლიცინები და ა.შ. ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ, რომ აქვთ შიში და სწორად ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას და რუსული პარტიის გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს პოლიტიკური სილა არ ასცდებათ". “მან, ალბათ, ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. “ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისივე შინაარსით და ასჯერ, ათასჯერ უფრო სჯობს „რუსულ პარტიას“. სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანის პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული გაერთიანება რომ სჯობს ამას, საზოგადოება თავად გააკეთებს არჩევანს და გადაწყვეტს. შესაბამისად, პოლიტიკური სილაც არ ასცდებათ ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს. ამიტომ, მისი კონკრეტული ღლიცინები და ა.შ. ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ, რომ აქვთ შიში და სწორად ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას და ამ დიდ კოალიციით ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ „რუსული პარტიის“ გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში",- ამბობს ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)