|
2023-07-25 13:20:00, 742 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, პოლიტიკური ელიტა წარადგენს ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი
ევროკავშირში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიამ შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება, ხოლო დანარჩენ 7 რეკომენდაციაში მცირე პროგრესია. "ევროკომისიამ შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება, ეს არის მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციაა. დანარჩენ 7 რეკომენდაციაში არის მცირე პროგრესი, მაგრამ ველოდებით უფრო მეტს. ევროკავშირში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ინდივიდებზე, სახელებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს შექმნაზე, სადაც ოლიგარქების მიერ გადაჭარბებული გავლენის მოხდენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება. ვგულისხმობთ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, არჩევნების გამჭვირვალობას, მაღალი დონის კორუფციას, სისტემის გამჭვირვალობას. ასე რომ, ჩვენ ვგულისხმობთ მრავალ საკითხს, რომლის აღმოფხვრაცაა საჭირო, რათა შეიზღუდოს მდიდარი ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)