|
2023-07-25 11:00:22, 787 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის, უკიდურეს კომფორტშია
კაცი არის პატიმარი, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არ არის, კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს, კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, ეს უბრალოდ არასწორია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, "ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან". „წარმოუდგენელია. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებითი მინიშნებები რომ კეთდება, უბრალოდ არასწორი და არაეთიკურიც არის ეს ყველაფერი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)