|
2023-07-25 09:27:22, 1468 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთმა უკრაინაში Leopard 2A4-ის ტიპის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში Leopard 2A4-ის პარტია და ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს. უწყების ცნობით, სანტანდერის პორტიდან უკრაინაში სატვირთო გემი გაემგზავრა. სამხედრო დახმარება კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრულად აგვისტოს დასაწყისში გადაეცემა. "ესპანეთის მიერ გაგზავნილი ტვირთი შედგება 4 Leopard 2A4-ის ტანკისგან, გარდა ამისა, 6 Leopard 2-ის, იგივე მახასიათებლებით, რომლებიც უკვე გადაეცა უკრაინულ მხარეს",- აცხადებენ ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა უკრაინაში ასევე გაგზავნა TOA M-113-ის ტიპის 10 ჯავშანტექნიკა (მათგან 3 უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისთვის), 10 სატვირთო მანქანა (5 მესაზღვრეებისთვის, დანარჩენი შეიარაღებული ძალებისთვის) და დამატებით მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა, რომელიც განკუთვნილია მესაზღვრეებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)