|
2023-07-24 17:31:02, 933 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი - მე თუ ქრთამების აღება მინდოდა, 11 500 ავიღებდი? - ბინძური ტყუილია
მე თუ ქრთამების აღება მინდოდა, 11 500 ავიღებდი?- ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, "ბინძურ ტყუილზე სიღრმისეულ კომენტარს" ვერ გააკეთებს. "პრინციპულად არ ვაკეთებ ხოლმე სიღრმისეულ კომენტარს ბინძურ ტყუილზე. ვინც ბინძურ ლათინურ ასოებს ფლობს, ის იოლად გაიგებდა ამას. ცოტა შეურაცხმყოფელია, მე თუ ქრთამების აღება მინდოდა, 11 500 ავიღებდი? ძალიან შეურაცხმყოფელი თანხაა, ამას ვაფიქსირებ კიდევ ხაზგასმით. ბინძურ ტყუილზე პოლიტიკაში არასდროს არ უნდა გააკეთო კომენტარი, ისეთ ტყუილზე რომელიც არის სიბინძურის 100%. თვითონ მილიონებს იპარავენ და მე ე.ი. 11 500-ზე მეტი ვერ გაიმეტეს ჩემთვის ტყუილშიც კი წარმოგიდგენიათ?!"- განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის "მდაბიო ტყუილი და დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში 11 500$-ით დაფინანსდა".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)