|
2023-07-23 16:23:27, 1105 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოდესაზე - რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული - უმკაცრესად ვგმობ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გმობს. ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ოდესაზე თავდასხმას, რა დროსაც არაერთი ძეგლი დაზიანდა, ომის მორიგ დანაშაულს უწოდებს. "რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის მორიგი დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოქალაქეებზე, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას",- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)