|
2023-07-21 11:15:30, 969 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - პრემიერს აქვს გულწრფელი პოზიცია ყველა პროცესთან მიმართებაში - პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოატყუოს საკუთარი მოქალაქეები
ირაკლი ღარიბაშვილს აქვს გაბედული, გულწრფელი, გულღია პოზიცია ყველა პროცესთან მიმართებაში და მას შეუძლია საკითხებზე ღიად ისაუბროს და პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოატყუოს საკუთარი მოქალაქეები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული შეფასებები ზედმეტად თამამად მიიჩნიონ, თუმცა შემდგომ მის მსგავს პოზიციებს სხვებიც აფიქსირებენ. ჩიქოვანმა დაასახელა ნატოს ხელმძღვანელობა და ამ თვალსაზრისით, ნატოს ვილნიუსის სამიტის მიერ მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა. „როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ომის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით - ძალიან გულწრფელი და გულღია პოზიციაა, რომელიც აფასებს რეალურ საფრთხეებსა და იმ სცენარებს, რაც შესაძლებელია, რომ განვითარდეს რეგიონში. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე. მათ უნდა ვუთხრათ, რა საფრთხეები გვაქვს, რადგან ეს არ არის მოგონილი და ამორფული. ეს არის რეალური საფრთხე, რადგან ჩვენ სამჯერ გვქონდა დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან და საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ის სიმძიმე, რაც ომს მოჰყვება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)