|
2023-07-20 14:50:03, 1059 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - უახლოეს საათებში საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, თუ როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას
ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას - ამიტომ, პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, უახლოეს საათებში საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, როგორ აპირებს ოპოზიცია "რუსული პარტიის დამარცხებას". „ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას - ამიტომ, პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ აპირებს მათ შორის ოპოზიცია „რუსული პარტიის“ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ პლატფორმაზე გავძლიერდეთ, უახლოეს საათებში, ცხადია, კონკრეტული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას, თუ როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და ის დაპირება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, რომ ჩვენს პლატფორმაზე ველოდებით ყველა პროდასავლელ ლიდერს, პროდასავლურ პარტიას, ჩვენ შევასხამთ ხორცს, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ერთობისთვის და ამასვე მოვუწოდებ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუნდაც ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებისკენ. ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენ დავიწყებთ კონკრეტულ თანამშრომლობას და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება საზოგადოებას“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 20 ივლისს "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)