|
2023-07-20 09:43:39, 2963 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები EU-ს ხელმძღვანელობას „ალტ-ინფოსა“ და კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირებისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, „ალტ-ინფო“ და მისი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ. აღნიშნულის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის წერილშია ნათქვამი. როგორც წერილში ვკითხულობთ, ხელისუფლებამ არ დაიცვა 8 ივლისს "თბილისი პრაიდის" ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება და ორგანიზატორების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის წინაშე დააყენა. „ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს ჯგუფ „ალტ-ინფოს“ და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია-არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს "თბილისი პრაიდზე" თავდასხმებში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ ლგბტქი-ფობიურ ძალადობასა და რიტორიკას საქართველოში და უზრუნველყონ განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება",- აღნიშნულია წერილში. აღსანიშნავია, რომ წერილის ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ვერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)