|
2023-07-19 21:51:27, 1021 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო
ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა. „გასაგებია ეს ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)