|
2023-07-17 17:28:06, 1072 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
"ლელოს" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. აღნიშნულ საკითხზე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ბელგიის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. "ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება ევროკავშირში. ეს გადაწყვეტილება ბელგიამ მიიღო იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი მიმართვის შედეგად, მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათ საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)