|
2023-07-17 15:42:02, 1090 ნახვა
პოლიტიკა
გრეტა წიწავა - საქართველოს იმიჯის შესალახად სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ
წარმოიდგინეთ ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია,- აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს. წიწავას განცხადებით, "სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ, რომ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია". "ერთი წუთით წარმოიდგინეთ ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია. მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ, საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა შინ და გარეთ მორყევის მცდელობაც კი",- წერს გრეტა წიწავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)