11:56 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 10:15:22, 686 ნახვა

საზოგადოება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა

ზესტაფონის  მუნიციპალიტეტში, წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, წაბლის დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში 2021 წლიდან დაიწყო.

"პროცესი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს და წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს. 

წაბლის ქერქის ნიმუშების კვლევა და ჰიპოვირულენტური შტამების გამოყვანის ლაბორატორიული სამუშაოები ავსტრიის, შვეიცარიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ჩატარდა. დღეისათვის, ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი. ეფექტიანობის  გამოვლენის მიზნით, ტერიტორიაზე მუდმივი მონოტორინგის პროცესი მიმდინარეობს. 

მონიტორინგის პირველადი შედეგების მიხედვით, საცდელ მონაკვეთებზე შტამებმა დაიწყო დაავადების გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ მუშაობა; თუმცა, კვლავ საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, ბრძოლის მეთოდის ეფექტიანობის ხარისხის და ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის საჭიროების დადგენის მიზნით. 

საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ხმობა გამოწვეულია წაბლის ქერქის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებით. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის, ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება",- ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics