|
2023-07-15 11:33:12, 836 ნახვა
საზოგადოება
კახა კაკაბაძე RMG-ის მიერ გატარებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრეზენტაციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრას დაესწრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე RMG-ის წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია და გარემოსდაცვითი სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წლის მდგომარეობით, კომპანიას შესრულებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017-2018 წლებში გაცემული მიწერილობის ყველა პირობა. „აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო ყველა შესაბამის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს, შესაბამისად, გარკვეული შედეგებიც გვაქვს. მადლობას ვუხდი სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, „საყდრისის კომიტეტს“, ადგილობრივ ხელისუფლებას და კომპანიის წარმომადგენლებს ერთობლივი შედეგიანი თანამშრომლობისთვის. მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა კომპანიaს მუშაობის პროცესში გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს“, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, პროგრესი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში RMG-ის მუშაობასთან არის დაკავშირებული, თვალსაჩინოა და "იმედია, მომავალში ყველა კომპანია გაიაზრებს, რომ მნიშვნელოვანია წინასწარი ინვესტიციები, რათა გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს". ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითმა რეფორმამ რეგიონში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ. სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე განსახორციელებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების ნუსხა არაერთ ღონისძიებას აერთიანებდა, რაც წყლის, ნიადაგისა და ჰაერის დაცვას ითვალისწინებს. კომპანიამ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ღონისძიებები განახორციელა, მათ შორის, საწარმოში წარმოქმნილი წყლების შეგროვება-მართვა, გამწმენდი ნაგენობების მოწყობა-ექსპლუატაცია, სარეკულტივაციო სამუშაოები, მტვრისა და მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების ღონისძიებები. სამომავლოდ დაგეგმილია სამსხვრევ უბნებზე წყლის გამშხეფი სისტემებისა და აირმტვერდამჭერი მოწყობილობების დამატება, სანერგე მეურნეობის გაფართოება და ტყის გაშენების დამატებითი ღონისძიებები. პარლამენტში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მაია ბერაძე ესწრებოდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის თქმით, მისასალმებელია, რომ კომპანიის მხრიდან ვალდებულებები შესრულებულია, თუმცა, გარემოსთვის ზიანის აღმოფხვრის გეგმის შესრულების თუ ახალი პროექტების განხორციელების პროცესში, დეპარტამენტი კომპანიის საქმიანობას აქტიურად გააკონტროლებს და, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. თავის მხრივ, ორგანიზაციის „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენელმა ნინო ბურჭულაძემაც აღნიშნა, რომ პროგრესის პარალელურად, ორგანიზაცია კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს მომავალშიც განახორციელებს.
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)