13:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 10:15:01, 1224 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - შეგვიძლია, შევაჩეროთ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობა - თუ დაპირებები შესრულდება, გარიგებას შევუერთდებით

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ "მარცვლეულის შეთანხმებით" გათვალისწინებული არცერთი პირობა ამ დრომდე შესრულებული არ არის.

როგორც პუტინი ამბობს, რუსეთი მზად არის, შეაჩეროს "მარცვლეულის შეთანხმება" თუ მოსკოვის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობა შესრულდება, ქვეყანა შეთანხმებას ისევ დაუბრუნდება.

„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, იყო პუნქტები გაეროსთან შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესებიც - ლოჯისტიკა, დაზღვევა, ფულადი მოძრაობა, რაც დაკავშირებულია გადახდებთან ჩვენი წარმოებისთვის და ბევრი სხვა რამ - საერთოდ არაფერი გაკეთებულა...

ჯერ დაპირებების შესრულება და შემდეგ ჩვენი მონაწილეობა... ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ მონაწილეობა ამ გარიგებაში. თუ ყველა კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ჩვენთვის ყველა დაპირება შესრულდება - კარგი, დაე, შეასრულონ და ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით ამ გარიგებას“,- ამბობს პუტინი. 

ცნობისთვის, "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics