|
2023-07-14 10:11:20, 908 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ და კელი დეგნანმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილი გენეტიკური ლაბორატორია დაათვალიერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილი გენეტიკური ლაბორატორია მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებმა გენეტიკურ ლაბორატორიაში არსებული აპარატურა დაათვალიერეს და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობებს გაეცნენ. ოთარ შამუგიამ ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრე და ხაზგასმით აღნიშნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის როლი განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიმართულებით. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანადგომისთვის. „სახელმწიფოს მხარდაჭერით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით, ლაბორატორიული შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (CDC), ასევე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA). წელს, მათი მხარდაჭერით, ლაბორატორია აღიჭურვა ახალი ლაბორატორიული ხელსაწყოებით, რომლის საშუალებითაც გენეტიკური კვლევების საფუძველზე მოვახდენთ დაავადებათა დიაგნოსტიკას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, შეერთებული შტატების მხარე მოხარული და ამაყია, ვინაიდან ხელს უწყობს საქართველოში ლაბორატორიული კომპონენტის განვითარებას. „დღევანდელი დღე არის მშვენიერი მაგალითი ხანგრძლივი თანამშრომლობის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას მნიშვნელოვანი გენომის სექვენირების აპარატურა გადაეცა. შეერთებული შტატები მოხარული და ამაყია, რომ ჩართულია ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისა (CDC) და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)