14:49 - 13 Jul, 2026
|
2023-07-13 13:15:42, 1176 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვამ დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმებისკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო - მედია
მოლდოვის მთავრობა დსთ-ს ფარგლებში ხელმოწერილი სამი დოკუმენტის გაუქმებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შეთანხმებები, რომლებიც მოლდოვის მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგში უკვე შეიტანა, 1990-იან წლებშია გაფორმებული. პირველი შეთანხმება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, მეორე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას, მესამე კი სასაზღვრო ძალებისთვის სპეცტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას ეხება. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დოკუმენტები შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან დააშორებს.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)