|
2023-07-12 01:52:48, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე-ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს და ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს
„ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს და ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. რუსეთთან ომი საქართველოს გაანადგურებს. ამიტომ, ჩვენ ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა ომს ვარიდებთ ამ ქვეყანას, როგორი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ნატოელ პოლიტიკოსებს, როცა ბირთვულ ომს არიდებენ საკუთარ ქვეყნებს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. წამყვანის კითხვაზე, რა ტიპის გლობალური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის საქართველოსთან და ნატოსთან კონფრონტაციამ და შესაბამისად რა განსხვავებაა ამ ორ პასუხისმგებლობას შორის, კობახიძემ განმარტა, რომ „ნატოს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)