15:41 - 26 Jul, 2026
|
2023-07-11 14:56:46, 1073 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი NATO-ს სამიტზე - ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს
როცა ვილნიუსში NATO-ს სამიტი იწყება - ამ მნიშვნელოვან დროს, ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ერთგულად აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. "როცა ვილნიუსში NATO-ს სამიტი იწყება ამ მნიშვნელოვან დროს, ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს. საქართველო ერთგულად აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას",- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება. საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)